Wednesday, August 26, 2009

სრული ქაოსი ჩემში ..შენში და ჩვენში


  ხო..ზოგჯერ უცნაური და ცოტა გიჟი.. ან უბრალოდ ზოგჯერ გიჟი გიჟისთვის უცნაური ამპლუით.. დაახლოებით ერთი კვირის წინ ფსიქიატრიულში ვიყავი სიუჟეტზე და იცი რა დამხვდა? სრული ქაოსი.. გიჟზე გიჟებით და ექიმ გიჟებით.. ადგილი სადაც მემგონი ცივილიზაცია გაჩერებულა და არ დაძრულა.. არა..უფროსწორად კართან გაჩერებულა..როგორ უნდათ ამ ხალხის განკურნება ვერ ვხდები.. იქ შესული მე გავრეკე.. მთავარ ექიმს გაესაუბრა ჟურნალისტი რომელსაც ვახლდი და სიცარიელის გრძნობა დამრჩა..პიროვნება რომელმაც არაფერი იცის თავის პაციენტებზე.. ზიგმუნდ ფროიდი ალბათ პირველი ამ მთავარ ფსიქიატრს გამოიკვლევდა.. აი რატომ არ მიყვარს ფსიქიატრები და ვგიჟდები ფსიქოლოგებზე.. ისე რა კარგი იქნებოდა ჩვენს ვითომცდა ცივილიზებულ ქვეყანაში ფსიქოლოგიის კულტურა რომ იყოს.. საზოგადოებაც დალაგდებოდა და გაიწმინდებოდა ნეშომპალური აზროვნებისგან.. სანამ ზოგად ბჭობაზე გადავალ..ფსიქოლოგიას განვმარტავ : ფსიქოლიგია- ეს არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესების სფერო არის არა მარტო ფსიქიკური აქტივობა, არამედ ადამიანი როგორც ერთი მთლიანი პიროვნება..
  როგორ მოუხდებოდა ერთი კარგი ფსიქოლოგი მთავრობას.. შენ და მე..და ჩვენ… ვინ იცის და იქნებ სურვილიც აღარ გამჩენოდა აქედან შორს წასვლის…. ფსიქიატრიულში სრული სიცარიელეა..ცარიელი ადამიანები.. ცარიელი სხეულები..გამოფიტული..ვინ იცის 2 დღეში ერთხელ აჭმევენ….. ერთმა ფსიქოლოგიურად დაულაგებლემა და ,,ფსიქიქტრიულის სტუმარმა”, ტირილი დაიწყო და ხურდა გვთხოვა გისოსებს მიღმა მდგომმა,მივაწოდეთ ხურდა რაც მოვიძიეთ…..აიღო…. . ხურდას არ დაჯერდა და სიგარეტი ითხოვა..მიაწოდეს.. აუ კოშმარი იყო..ძალიან კოშმარი.. მოკლედ ქონდა თმა აჭრილი..ეტყობა იქ ერთმანეთზე თვითონ ზრუნავენ…..  
  ერთი.. ორი.. კადრები აღებულია... ეზოში მომუშავე ,,ფსიქიატრიულის სტუმრები” გვთხოვენ გადავუღოთ.. არ იზარებენ პოზიორობას..სიმღერას.. არაფერი ადარდებთ..მხიარულები არიან და შემშურდა კიდეც მათი. .  
ერთი..ორი.. გარეთ ვართ..ტაქსში.. დავიცალე..
გარეთ გასულმა თუ ტაქსში მჯდომმა.. არ მახსოვს მივხდი რა ბინძურია გარემო..ხალხი.. საზოგადოება მასაა..ბრბოო..
  მე მიყვარს მზე..თუმცა მზესავით თბილი არასოდეს ვყოფილვარ..

No comments:

Post a Comment