Sunday, July 19, 2009

გადაწონილი სასწორის პინა

...უკან ჩამოვიტოვეთ ,,ქართული მრავალჟამიერი”, ,,ღმერთისა და ერთის სადღეგრძელო” და საეჭვო შამადგენლობის ღვინით ძარღვებ გამთბრები საყვარელი ქალაქის ქუჩებს გავუყებით.

  ცოტახანში, მეგობარმა ჩვენთან ერთად წამოსვლაზე უარი იქვე ტროტუარზე ჩამოჯდომით გამოხატა. ჩამოჯდა და არაფრის მთქმელი თვალებით მოგვაჩერდა. მალე საშველად გვიხმო და… სულ არ გაგვხსენებია ,,სტერილური” ჯიბის ამბავი და იქვე გაჩერებული ტაქსის მძღოლს საავადმყოფოში წაყვანა ვთხოვეთ. მძღოლმა სომხური წარმომავლობის ცხვირი მოიფხანა და საეჭვოდ აგვხედ-დაგვხედა, უსიტყვოდ მოგვეხმარა, მეგობარი მანქანაში მოვათავსეთ და ყოველგვარი საგზაო წესის დაცვით, უახლოესი საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. ქართული ხასიათი რის ქართული ხასიათია თუ წესებს დაემორჩილა, მითUმეტეს, როცა გვერდით მეგობარი მოგჩერებია გლახაკივით მომლოდინე თვალებით. მძღოლს უმოკლესი გზით წასვლა და სიჩქარის მომატება ვსთხოვეთ, მან საპასუხოდ კუთვნილი გასამრჯელო მოგვთხოვა. ჩვენი დუმილი გასაგები იყო მისთვის, რატომღაც სიჩქარეს უმატა, გამომეტყველება ისე შეეშალა ვეჭვობდით დანიშნულების ადგილზე ორი ავადმყოფი არ მიგვეყვანა და როგორც კეთილ ზღაპრებში ხდება, სად იყო და სად არა ,,მშველელად” პატრული მოგვევლინა, სანამ ჩვენ მანქანიდან გადმოვიდოდით, მძღოლი უკვე პატროლს ესაუბრებოდა ,,ცხოვრების ამაოებაზე”.. კანონის დამცველი ,,სფინქსის” გამომეტყველებით წამოვიდა ჩვენსკენ, მანქანის კარი გამოაღო… სასწორის ერთ პინაზე ,,დაწერილი” კანონი იდო, მეორეზე- ,,დაუწერელი”..

  ძალიან მალე იგივე მძღოლმა იმავე სიჩქარით ნაცნობი ქუჩა ჩამოიტოვა..

Friday, July 17, 2009

,,გაგვაცურეს თუ რაღაც ამის მსგავსი”


    ზოგჯერ არის თემები რომელზეც წერას იწყებ და დასასრული არ აქვს, ანუ არ ამთავრებ. მაგრამ ეხლა რასაც გიამბობთ ნამდვილად დაუსრულებელია, იმიტომ რომ მიზანი, მიზეზი და შედეგი ჯერ კიდევ უცნობია პირადად ჩემთვის. რამოდენიმე დღის წინ gevision.tv -ის ჟურნალისტებს გავყევი გადაღებაზე, მოვირგე სტაჟიორის რეკონსტრუირებული ნიღაბი, ზომაზე მეტად გავიღიმე და. . .

   სიუჟეტის თემა იყო: 11 წლის გოგონა ონკოლოგიურ საავადმყოფოშია და უსახსრობის გამო ოპერაციას ვერ იკეთებს,გთხოვთ დაეხმაროთ!

მისი ანგარიშის ნომ: 010. . . საიდენტიფიკაციო ნომ: . . .

   გაწვიმდა

   წვიმა დიდი არაფერი.. სტაჟიორად ყოფნის ინტერესი ბევრად დიდია წვიმის წვეთზე და შესასველლიდან ოპერატორი ცდილობს აიღოს შთამბეჭდავი კადრები..ისედაც მძიმე თემას რომ უფრო მეტად გაამუქებს..მეც ჩემი ხედვის კადრებს ვიღებ:-- ეზო, გაწოლილი ძაღლი შლაგბაუნთან, რომელიც გადახუნებული ,,თეთრი” ასოებით იუწყება უცხო მანქანები ხელმარჯვნივო, მიმღები –სადაც უცდიათ და არ გამოსვლიათ სისუფთავის ეფექტის შექმნა.. ყოველი მეორე გახვრეტილი და გადახუნებული ლინოლიუმიანი საფეხური.. თავგადაპარსული ბავშვები, მსუქნები და გამხდრები, მშობლები ,,ჩუსტებში”, ექიმები გაკრახმალებულ ხალათებში და . .. ჩამოხეული განცხადებები…

   უდაოდ კრიტიკული ხედვა მაქვს. . .

 gevision.tv ინტერნეტ-ტელევიზიამ გადაწყვიტა გააკეთოს რეპორტაჟი დაავადებული გოგონას დასახამებლად და ამით როგორმე დაეხმაროს გაჭირვებულ ოჯახს, მაგრამ იქ მისულ ჟურნალისტებს სტაჟიორითურთ სრულებით სხვა სურათი ხვდებათ. . . მსგავსი სახელით  და გვარით არ არსებობს პაციენტი, არც ამ სახელმწიფო და შემდგომში როგორც გაირკვა არც სხვა კერძო დაწესებულებაში. იმატა ინტერესმა და რაღაცის გამოაშკარავების იმედით ბანკის კარებთან აღმოვჩნდით, სადაც ხელფასით დაგეშილი და გატუტუცებული დაცვა ზედმეტად ზრდილობიანად შეგვეგება, ზედმეტად ლმობიერად მოისურვეს კამერის ჩამორთმევაც, როცა ოპერატორი ბანკის შესასვლელის გადაღებას ცდილობდა. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უარი განაცხადა კომენატრზე და რა თქმა უნდა საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ანგარიშის ნომერზე შეიძლებოდა გაეცათ, არ მიაწოდეს ჟურნალისტებს.. უფრო დამალვას გავდა, ვიდრე სტანდარტების დაცვას. . .

  ჟურნალისტების ვერსიაა: ვიღაც პიროვნებამ გამოიგონა არ არსებული ბავშვი, დაავადებული, უსახური, უსუსური,არ დააყოვნა და გამოგონება სრულყო ანგარიშის ნომრით. ნეტა ვინმემ თუ მოასწრო თანხის გადარიცხვა?
 თანამოძმეს თანამოძმე ძალავს ფულს და ესეთი უსახური სახით!სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.. არაფერი გამკვირვებია

Thursday, July 16, 2009

ვიბადებით...


თითქოს არაფერი, კიდევ ერთი სიცოცხლე ემატება დედამიწას. ცხოვრებაც თითქოს ჩვეული რიტმით მიედინება და თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივია გამონაკლისი არაჩვეულებრივი წუთების გარდა.. მაგრამ ფერადი კადრების მიღმა, შავი კადრებიცაა, შავ კადრებს კი თავის გმირები ყავს.. ეს ყველაფერი ცხოვრებაა, ცხოვრება კი მდინარეა,- უამრავი თევზით და ნაპირზე მდგომი მებადურებით... ამ ორი ძირითადი გმირებით შედგება სამყარო, ვინც იჭერს - მომენტებს და წარმატებულია და ვინც მიყვება მდინარეს, ისე რომ შეიძლება აზრადაც კი არ მოუვიდეს, რომ მის კვალ და კვალ მებადური დგას, და წყალში არეკლილ მათ სხეულის მოძრაობებს თვალს არ აცილებს, ანკესზე წამოგებული სატყუარასთვის გვერდზე ავლაა ყველაზე დიდი სიბრძნე, თორემ ხმელეთზე სტუმრობას ხელის ერთი მოქნევა სჭირდება..

p.s. photographer with nickname sugarock

,,რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება"


 

იცვლება დრო, იცვლება გემოვნება, იცვლება ცნობიერება, მაგრამ იგივედ რჩება ყველაზე დიდი სამკაული და ურთიერთობის საზომი - ღირსება. ,,არაჩვეულებრივი" ქალაქის ქუჩებში, ბაღებში, ეკლესიებში შეხვდებით:

 ბავშვებს- გამოწვდილი უმანკო ხელებით ჭუჭყიანი ხურდის მოლოდინში.
 ქალებს- მზერა გაყინულებს,შეწყალების წყალობის მოლოდინში.
 და..... ღირსებას - წელში მოხრილს, თითქოს უსახურს, მაგრამ მრავალსახიერს.ზოგჯერ ნებით უარყოფილს, ზოგჯერ სურვილის საწინააღმდეგოთ.ღირსების დაკარგვა თითქოს აღარავის აოცებს, რადგანაც უმრავლესობა, დაკარგა სრულფასოვნების შეგრძნება და ყოველდღიურობასთან ჭიდილი აგრძნობინებთ თავს უსუსურად. არ ხდება პიროვნების სულიერების და შესაძლებლობების რეალიზაცია და ესაა ყველაზე დიდი ღირსების შელახვა ადამიანისათვის.
..
და როგორც მათხოვარს ,,ეძლევა პური არსობისა", ალბათ ღირსებასაც ღმერთის წყალობით მიეზღვება მადლი გადარჩენისა!..