Sunday, July 19, 2009

გადაწონილი სასწორის პინა

...უკან ჩამოვიტოვეთ ,,ქართული მრავალჟამიერი”, ,,ღმერთისა და ერთის სადღეგრძელო” და საეჭვო შამადგენლობის ღვინით ძარღვებ გამთბრები საყვარელი ქალაქის ქუჩებს გავუყებით.

  ცოტახანში, მეგობარმა ჩვენთან ერთად წამოსვლაზე უარი იქვე ტროტუარზე ჩამოჯდომით გამოხატა. ჩამოჯდა და არაფრის მთქმელი თვალებით მოგვაჩერდა. მალე საშველად გვიხმო და… სულ არ გაგვხსენებია ,,სტერილური” ჯიბის ამბავი და იქვე გაჩერებული ტაქსის მძღოლს საავადმყოფოში წაყვანა ვთხოვეთ. მძღოლმა სომხური წარმომავლობის ცხვირი მოიფხანა და საეჭვოდ აგვხედ-დაგვხედა, უსიტყვოდ მოგვეხმარა, მეგობარი მანქანაში მოვათავსეთ და ყოველგვარი საგზაო წესის დაცვით, უახლოესი საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. ქართული ხასიათი რის ქართული ხასიათია თუ წესებს დაემორჩილა, მითUმეტეს, როცა გვერდით მეგობარი მოგჩერებია გლახაკივით მომლოდინე თვალებით. მძღოლს უმოკლესი გზით წასვლა და სიჩქარის მომატება ვსთხოვეთ, მან საპასუხოდ კუთვნილი გასამრჯელო მოგვთხოვა. ჩვენი დუმილი გასაგები იყო მისთვის, რატომღაც სიჩქარეს უმატა, გამომეტყველება ისე შეეშალა ვეჭვობდით დანიშნულების ადგილზე ორი ავადმყოფი არ მიგვეყვანა და როგორც კეთილ ზღაპრებში ხდება, სად იყო და სად არა ,,მშველელად” პატრული მოგვევლინა, სანამ ჩვენ მანქანიდან გადმოვიდოდით, მძღოლი უკვე პატროლს ესაუბრებოდა ,,ცხოვრების ამაოებაზე”.. კანონის დამცველი ,,სფინქსის” გამომეტყველებით წამოვიდა ჩვენსკენ, მანქანის კარი გამოაღო… სასწორის ერთ პინაზე ,,დაწერილი” კანონი იდო, მეორეზე- ,,დაუწერელი”..

  ძალიან მალე იგივე მძღოლმა იმავე სიჩქარით ნაცნობი ქუჩა ჩამოიტოვა..

2 comments:

  1. არ აქვს მნიშვნელობა პატრულის თანამშრომელი იქნება თუ ჯალათი.. როდესაც ხედავ რომ ვიღაცას მართლა უჭირს, კანონი საერთოდ აღარ გახსენდება და შეიძლება თავად წახვიდე რისკზე..

    ReplyDelete
  2. :P
    kaia..anu mimixvdi ris tkmac mindoda..mixaria

    ReplyDelete