Friday, July 17, 2009

,,გაგვაცურეს თუ რაღაც ამის მსგავსი”


    ზოგჯერ არის თემები რომელზეც წერას იწყებ და დასასრული არ აქვს, ანუ არ ამთავრებ. მაგრამ ეხლა რასაც გიამბობთ ნამდვილად დაუსრულებელია, იმიტომ რომ მიზანი, მიზეზი და შედეგი ჯერ კიდევ უცნობია პირადად ჩემთვის. რამოდენიმე დღის წინ gevision.tv -ის ჟურნალისტებს გავყევი გადაღებაზე, მოვირგე სტაჟიორის რეკონსტრუირებული ნიღაბი, ზომაზე მეტად გავიღიმე და. . .

   სიუჟეტის თემა იყო: 11 წლის გოგონა ონკოლოგიურ საავადმყოფოშია და უსახსრობის გამო ოპერაციას ვერ იკეთებს,გთხოვთ დაეხმაროთ!

მისი ანგარიშის ნომ: 010. . . საიდენტიფიკაციო ნომ: . . .

   გაწვიმდა

   წვიმა დიდი არაფერი.. სტაჟიორად ყოფნის ინტერესი ბევრად დიდია წვიმის წვეთზე და შესასველლიდან ოპერატორი ცდილობს აიღოს შთამბეჭდავი კადრები..ისედაც მძიმე თემას რომ უფრო მეტად გაამუქებს..მეც ჩემი ხედვის კადრებს ვიღებ:-- ეზო, გაწოლილი ძაღლი შლაგბაუნთან, რომელიც გადახუნებული ,,თეთრი” ასოებით იუწყება უცხო მანქანები ხელმარჯვნივო, მიმღები –სადაც უცდიათ და არ გამოსვლიათ სისუფთავის ეფექტის შექმნა.. ყოველი მეორე გახვრეტილი და გადახუნებული ლინოლიუმიანი საფეხური.. თავგადაპარსული ბავშვები, მსუქნები და გამხდრები, მშობლები ,,ჩუსტებში”, ექიმები გაკრახმალებულ ხალათებში და . .. ჩამოხეული განცხადებები…

   უდაოდ კრიტიკული ხედვა მაქვს. . .

 gevision.tv ინტერნეტ-ტელევიზიამ გადაწყვიტა გააკეთოს რეპორტაჟი დაავადებული გოგონას დასახამებლად და ამით როგორმე დაეხმაროს გაჭირვებულ ოჯახს, მაგრამ იქ მისულ ჟურნალისტებს სტაჟიორითურთ სრულებით სხვა სურათი ხვდებათ. . . მსგავსი სახელით  და გვარით არ არსებობს პაციენტი, არც ამ სახელმწიფო და შემდგომში როგორც გაირკვა არც სხვა კერძო დაწესებულებაში. იმატა ინტერესმა და რაღაცის გამოაშკარავების იმედით ბანკის კარებთან აღმოვჩნდით, სადაც ხელფასით დაგეშილი და გატუტუცებული დაცვა ზედმეტად ზრდილობიანად შეგვეგება, ზედმეტად ლმობიერად მოისურვეს კამერის ჩამორთმევაც, როცა ოპერატორი ბანკის შესასვლელის გადაღებას ცდილობდა. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უარი განაცხადა კომენატრზე და რა თქმა უნდა საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ანგარიშის ნომერზე შეიძლებოდა გაეცათ, არ მიაწოდეს ჟურნალისტებს.. უფრო დამალვას გავდა, ვიდრე სტანდარტების დაცვას. . .

  ჟურნალისტების ვერსიაა: ვიღაც პიროვნებამ გამოიგონა არ არსებული ბავშვი, დაავადებული, უსახური, უსუსური,არ დააყოვნა და გამოგონება სრულყო ანგარიშის ნომრით. ნეტა ვინმემ თუ მოასწრო თანხის გადარიცხვა?
 თანამოძმეს თანამოძმე ძალავს ფულს და ესეთი უსახური სახით!სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.. არაფერი გამკვირვებია

2 comments:

  1. ერთი შემთხვევა გამახსენდა.. რამდენიმე წლის წინ მოხდა თბილისში.. მათხოვარი ქალი დააკავეს, რომელსაც პატარა, რამდენიმე თვის ბავშვი ჰყავდა. რომ არა ამ ბავშვის ნათესავი, ამას ვერავინ გაიგებდა.. ნათესავმა იცნო ბავშვი და მშობლებს შეატყობინა, და ცხადია მერე პოლიციაც ჩაერთო ამ საქმეში.ეს მათხოვარი იყო ბავშვის ძიძა, რომელიც მშობლებმა დაიქირავეს, მან კი გადაწყვიტა ცოტა მეტი ფული გაეკეთებინა და.. თავის ავადმყოფ შვილად ასაღებდა.. მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ფაქტი ის იყო, რომ ბავშვს დაძინების მიზნით(რომ არ შეეწუხებინა "მუშაობის" დროს) გაზის ნამწვავს ასუნთქებდა.. გადაგვარდა ხალხი. ყველაფერზე მიდიან.

    ReplyDelete
  2. eh Chemo kargo
    aq ukve agaraferi maocebs

    ReplyDelete