Wednesday, December 16, 2009

ოცნება თუ დაკარგე U2B და..


   

19სექტემბერს red bull -მა ქართველ ხალხს ,,საჩუქარიგაუკეთა და ქალაქის ცენტრში, კერძოდ თავისუფლების მოედანზე მოტორბოლის შოუ მოუწყოფორმატით ეს იყო არნახული სიგიჟე ქართველი ხალხისთვის უცხოელი ადრენალინის კარგი მმართველი მამაკაცების მიერ მოწყობილი..რომლებიც თავიანთი მეორე ნახევრებით (მოტოებით) ჰაერში ქართველი კაცისთვის ,,რაღაც სალტოებსგააკეთებდნენ..

მოდით მივყვეთ ქრონოლოგიურად, ამასაც თუ ქრონოლოგია ქვია და.. შოუ დაიდგა თავისუფლების მოედანზე, იქ სადაც წმინდა გიორგის ქანდაკებაა, კაი ბრმაა და უგნური რელიგიის საკითხში და არ იცის რომ წმინდანის ,<ძეგლიარ იდგმება..და ორგანიზატორებზე რაღა ვთქვათ? ,,ხმაურიანიმოწყობილი შოუ წმინდანის უპატივცემულობაა, უგუნურება და ამას კიდევ სხვა სახელსაც მოუძებნიდა განათლებული კაცი..

შოუ იყო უფასო, რაც ზოგიერთისთვის ბევრს ნიშნავს..ანუ ფულს რომელიმე მშობელს გამოართმევს, ბილეთის ფასიაო..იყიდის რომელიმე 2 ლიტრიან ლუდს, ერთჯერად ჭიქებს,გოგოებიც მუდამ მზად არიან ლუდის დასაგემოვნებლად (ზოგიერთი) და წავიდასულ ,,კიდიაასეთს ჰაერში ვინ რა სალტოს გააკეთებს, სამაგიეროდ 2 მეგაპიქსელიანი მობილით ფოტოს გადაიღებს..ამოაყირავებს..,, ოდნოკლასნიკზე” ატვირთავს და მიაწერს ,, red bull   show” (ამასაც ხომ ინგლისურის ცოდნა უნდა..) ან რამე მსგავსს და მერე ყველასთან იტყვის ,,იცი რა მაგარი იყო ბიჭო? ჰაერში რაღაც სალტოებს აკეთებდნენ და ნინი და მარიც იყვნენ..მოკლედ მაგარი პონტი იყო..”

Tbilisi open air გამახსნედა..ერთ ერთი მაგარი შოუ მაგრამ სიტუცია..  ვერ ვხდები რაშია პრობლემა, უფროსწორად ვხდები და მერცხვენია აღიარების.. არა და როგორი ღმად გვწამს რომ ოდესმე ცივილიზაციას დავეწევით და..

და მერე ყველაფერი კარგად იქნება..

ბევრისთვის  ეს შოუ მართლაც ბევრს ნიშნავდა.., თუნდაც ჩემთვის.. აქამდე თუ ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ქვეყანაში მსგავს შოუს.. წარმოვიდგინე, კეთილმა ხალხმა ადრენალინის მოყვარულთ ოცნება აგვისურლეს დაამას ქვია ,,ოცნებებში ჩაკუკვა”..

მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო და ოცნებაც მასთან ერთად.. დაილოცოს youtube ჯერ კიდევ რომ უნარჩუნებს ადამიანს რამე სანახოაბის ყურების სურვილს..სხვა დანარჩენისთვის ადრენალინის მმართველები შეგვიძლია აქ მაინც ვნახოთ და ვუყუროთ შოუს.. მერე copy და sent to friend....ემოციებიც გაზიარებულია. good look

Wednesday, August 26, 2009

სრული ქაოსი ჩემში ..შენში და ჩვენში


  ხო..ზოგჯერ უცნაური და ცოტა გიჟი.. ან უბრალოდ ზოგჯერ გიჟი გიჟისთვის უცნაური ამპლუით.. დაახლოებით ერთი კვირის წინ ფსიქიატრიულში ვიყავი სიუჟეტზე და იცი რა დამხვდა? სრული ქაოსი.. გიჟზე გიჟებით და ექიმ გიჟებით.. ადგილი სადაც მემგონი ცივილიზაცია გაჩერებულა და არ დაძრულა.. არა..უფროსწორად კართან გაჩერებულა..როგორ უნდათ ამ ხალხის განკურნება ვერ ვხდები.. იქ შესული მე გავრეკე.. მთავარ ექიმს გაესაუბრა ჟურნალისტი რომელსაც ვახლდი და სიცარიელის გრძნობა დამრჩა..პიროვნება რომელმაც არაფერი იცის თავის პაციენტებზე.. ზიგმუნდ ფროიდი ალბათ პირველი ამ მთავარ ფსიქიატრს გამოიკვლევდა.. აი რატომ არ მიყვარს ფსიქიატრები და ვგიჟდები ფსიქოლოგებზე.. ისე რა კარგი იქნებოდა ჩვენს ვითომცდა ცივილიზებულ ქვეყანაში ფსიქოლოგიის კულტურა რომ იყოს.. საზოგადოებაც დალაგდებოდა და გაიწმინდებოდა ნეშომპალური აზროვნებისგან.. სანამ ზოგად ბჭობაზე გადავალ..ფსიქოლოგიას განვმარტავ : ფსიქოლიგია- ეს არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესების სფერო არის არა მარტო ფსიქიკური აქტივობა, არამედ ადამიანი როგორც ერთი მთლიანი პიროვნება..
  როგორ მოუხდებოდა ერთი კარგი ფსიქოლოგი მთავრობას.. შენ და მე..და ჩვენ… ვინ იცის და იქნებ სურვილიც აღარ გამჩენოდა აქედან შორს წასვლის…. ფსიქიატრიულში სრული სიცარიელეა..ცარიელი ადამიანები.. ცარიელი სხეულები..გამოფიტული..ვინ იცის 2 დღეში ერთხელ აჭმევენ….. ერთმა ფსიქოლოგიურად დაულაგებლემა და ,,ფსიქიქტრიულის სტუმარმა”, ტირილი დაიწყო და ხურდა გვთხოვა გისოსებს მიღმა მდგომმა,მივაწოდეთ ხურდა რაც მოვიძიეთ…..აიღო…. . ხურდას არ დაჯერდა და სიგარეტი ითხოვა..მიაწოდეს.. აუ კოშმარი იყო..ძალიან კოშმარი.. მოკლედ ქონდა თმა აჭრილი..ეტყობა იქ ერთმანეთზე თვითონ ზრუნავენ…..  
  ერთი.. ორი.. კადრები აღებულია... ეზოში მომუშავე ,,ფსიქიატრიულის სტუმრები” გვთხოვენ გადავუღოთ.. არ იზარებენ პოზიორობას..სიმღერას.. არაფერი ადარდებთ..მხიარულები არიან და შემშურდა კიდეც მათი. .  
ერთი..ორი.. გარეთ ვართ..ტაქსში.. დავიცალე..
გარეთ გასულმა თუ ტაქსში მჯდომმა.. არ მახსოვს მივხდი რა ბინძურია გარემო..ხალხი.. საზოგადოება მასაა..ბრბოო..
  მე მიყვარს მზე..თუმცა მზესავით თბილი არასოდეს ვყოფილვარ..

Thursday, August 13, 2009

SAVE THE WALL!


ყოველთვის მეშინოდა ჩემს მიერ აშენებული ბარიერები არ დამნგრეოდა.. მაგრამ არ მაქვს ბარიერები,სწორედ ამიტომაც ვარ რომ ჩემი თავი ალბათ ჯერ ვერსად ვიპოვე.. ფოტოგრაფია კი ერთადერთია სადაც ვისვენებ.. ან უბრალოდ ჩემშია.. წავედი ვიმუშაო.. მოვალ .. მანამდე კი ეს ფოტო აქ იყოს.. და გაითვალისწინეთ!!!! SAVE THE WALL!

Tuesday, August 11, 2009

ის რაზეც ყოველდღე გავდივართ

ის რაზეც ყოველდღე გავდივართ

Sunday, July 19, 2009

გადაწონილი სასწორის პინა

...უკან ჩამოვიტოვეთ ,,ქართული მრავალჟამიერი”, ,,ღმერთისა და ერთის სადღეგრძელო” და საეჭვო შამადგენლობის ღვინით ძარღვებ გამთბრები საყვარელი ქალაქის ქუჩებს გავუყებით.

  ცოტახანში, მეგობარმა ჩვენთან ერთად წამოსვლაზე უარი იქვე ტროტუარზე ჩამოჯდომით გამოხატა. ჩამოჯდა და არაფრის მთქმელი თვალებით მოგვაჩერდა. მალე საშველად გვიხმო და… სულ არ გაგვხსენებია ,,სტერილური” ჯიბის ამბავი და იქვე გაჩერებული ტაქსის მძღოლს საავადმყოფოში წაყვანა ვთხოვეთ. მძღოლმა სომხური წარმომავლობის ცხვირი მოიფხანა და საეჭვოდ აგვხედ-დაგვხედა, უსიტყვოდ მოგვეხმარა, მეგობარი მანქანაში მოვათავსეთ და ყოველგვარი საგზაო წესის დაცვით, უახლოესი საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. ქართული ხასიათი რის ქართული ხასიათია თუ წესებს დაემორჩილა, მითUმეტეს, როცა გვერდით მეგობარი მოგჩერებია გლახაკივით მომლოდინე თვალებით. მძღოლს უმოკლესი გზით წასვლა და სიჩქარის მომატება ვსთხოვეთ, მან საპასუხოდ კუთვნილი გასამრჯელო მოგვთხოვა. ჩვენი დუმილი გასაგები იყო მისთვის, რატომღაც სიჩქარეს უმატა, გამომეტყველება ისე შეეშალა ვეჭვობდით დანიშნულების ადგილზე ორი ავადმყოფი არ მიგვეყვანა და როგორც კეთილ ზღაპრებში ხდება, სად იყო და სად არა ,,მშველელად” პატრული მოგვევლინა, სანამ ჩვენ მანქანიდან გადმოვიდოდით, მძღოლი უკვე პატროლს ესაუბრებოდა ,,ცხოვრების ამაოებაზე”.. კანონის დამცველი ,,სფინქსის” გამომეტყველებით წამოვიდა ჩვენსკენ, მანქანის კარი გამოაღო… სასწორის ერთ პინაზე ,,დაწერილი” კანონი იდო, მეორეზე- ,,დაუწერელი”..

  ძალიან მალე იგივე მძღოლმა იმავე სიჩქარით ნაცნობი ქუჩა ჩამოიტოვა..

Friday, July 17, 2009

,,გაგვაცურეს თუ რაღაც ამის მსგავსი”


    ზოგჯერ არის თემები რომელზეც წერას იწყებ და დასასრული არ აქვს, ანუ არ ამთავრებ. მაგრამ ეხლა რასაც გიამბობთ ნამდვილად დაუსრულებელია, იმიტომ რომ მიზანი, მიზეზი და შედეგი ჯერ კიდევ უცნობია პირადად ჩემთვის. რამოდენიმე დღის წინ gevision.tv -ის ჟურნალისტებს გავყევი გადაღებაზე, მოვირგე სტაჟიორის რეკონსტრუირებული ნიღაბი, ზომაზე მეტად გავიღიმე და. . .

   სიუჟეტის თემა იყო: 11 წლის გოგონა ონკოლოგიურ საავადმყოფოშია და უსახსრობის გამო ოპერაციას ვერ იკეთებს,გთხოვთ დაეხმაროთ!

მისი ანგარიშის ნომ: 010. . . საიდენტიფიკაციო ნომ: . . .

   გაწვიმდა

   წვიმა დიდი არაფერი.. სტაჟიორად ყოფნის ინტერესი ბევრად დიდია წვიმის წვეთზე და შესასველლიდან ოპერატორი ცდილობს აიღოს შთამბეჭდავი კადრები..ისედაც მძიმე თემას რომ უფრო მეტად გაამუქებს..მეც ჩემი ხედვის კადრებს ვიღებ:-- ეზო, გაწოლილი ძაღლი შლაგბაუნთან, რომელიც გადახუნებული ,,თეთრი” ასოებით იუწყება უცხო მანქანები ხელმარჯვნივო, მიმღები –სადაც უცდიათ და არ გამოსვლიათ სისუფთავის ეფექტის შექმნა.. ყოველი მეორე გახვრეტილი და გადახუნებული ლინოლიუმიანი საფეხური.. თავგადაპარსული ბავშვები, მსუქნები და გამხდრები, მშობლები ,,ჩუსტებში”, ექიმები გაკრახმალებულ ხალათებში და . .. ჩამოხეული განცხადებები…

   უდაოდ კრიტიკული ხედვა მაქვს. . .

 gevision.tv ინტერნეტ-ტელევიზიამ გადაწყვიტა გააკეთოს რეპორტაჟი დაავადებული გოგონას დასახამებლად და ამით როგორმე დაეხმაროს გაჭირვებულ ოჯახს, მაგრამ იქ მისულ ჟურნალისტებს სტაჟიორითურთ სრულებით სხვა სურათი ხვდებათ. . . მსგავსი სახელით  და გვარით არ არსებობს პაციენტი, არც ამ სახელმწიფო და შემდგომში როგორც გაირკვა არც სხვა კერძო დაწესებულებაში. იმატა ინტერესმა და რაღაცის გამოაშკარავების იმედით ბანკის კარებთან აღმოვჩნდით, სადაც ხელფასით დაგეშილი და გატუტუცებული დაცვა ზედმეტად ზრდილობიანად შეგვეგება, ზედმეტად ლმობიერად მოისურვეს კამერის ჩამორთმევაც, როცა ოპერატორი ბანკის შესასვლელის გადაღებას ცდილობდა. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უარი განაცხადა კომენატრზე და რა თქმა უნდა საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ანგარიშის ნომერზე შეიძლებოდა გაეცათ, არ მიაწოდეს ჟურნალისტებს.. უფრო დამალვას გავდა, ვიდრე სტანდარტების დაცვას. . .

  ჟურნალისტების ვერსიაა: ვიღაც პიროვნებამ გამოიგონა არ არსებული ბავშვი, დაავადებული, უსახური, უსუსური,არ დააყოვნა და გამოგონება სრულყო ანგარიშის ნომრით. ნეტა ვინმემ თუ მოასწრო თანხის გადარიცხვა?
 თანამოძმეს თანამოძმე ძალავს ფულს და ესეთი უსახური სახით!სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.. არაფერი გამკვირვებია